ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი საგაზაფხულო სეზონს განაგრძობს. 27 მარტს თბილისის ოპერის თეატრში მისულ მაყურებელს ნინო სურგულაძის მოსმენის შესაძლებლობა მიეცა. ცნობილი ქართველი მეცო სოპრანო მაესტრო სვიმონ ჯანგულაშვილთან და ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარსდგა.