"შკოდამ" "ოქტავია" განაახლა. ფეისლიფტი იმაზე თამამი გამოვიდა, ვიდრე ველოდით. როცა "შკოდას" წარმომადგენლებმა განახლებულ "ოქტავიას" ფარდა ახადეს, გაოცებისგან პირი დავაღეთ - ნუთუ ესაა "შკოდა ოქტავიას" ფეისლიფტი? პირდაპირ ვამბობთ: ეს სიტყვა რომ არ ეხსენებინათ, სრულიად ახალი მოდელი გვეგონებოდა.