ამერიკის პედიატრთა ასოციაციის წარმომადგენლები მშობლებს რეკომენდაციას აძლევენ. როგორც ნაშრომში ვკითხულობთ, 2 წლამდე ასაკის პატარა ტელევიზორს საერთოდ არ უნდა უყურებდეს, ხოლო 5 წლამდე ბავშვისთვის რეკომენდებულია, რომ ეკრანის წინ დღეში მხოლოდ ნახევარი საათი გაატაროს.პედიატრები მშობლებს აფრთხილებენ, რომ დიდი ხნით სმარტფონის, ლეპტოპისა და სხვა ტიპის ელექტრო მოწყობილებები ვნებს ბავშვის ძილს, აქტიურობასა და თანატოლებთან ურთიერთობას.