აშშ-ის კონგრესმენებმა სტივ კოენმა და ჯონ შიმკუსმა 6 აპრილს, წარმომადგენელთა პალატაში ნატო-სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით , აღნიშნული რეზოლუცია აღიარებს, ნატო-ს როლს, როგორც აშშ-სა და ევროპას შორის უსაფრთხოების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვან და კრიტიკულ დამაკავშირებელ რგოლს. ამასთანავე, რეზოლუცია კიდევ ერთხელ აღიარებს აშშ-ის სრულ მხარდაჭერას ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული განვითარების მიმართ. ის მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის დემოკრატიულ მისწრაფებებს.