კალიფორნიაში დაწყებით სკოლაში სროლას 4 ადამიანი ემსხვერპლა. სროლა სან ბერნანდინოში მდებარე სკოლის საკლასო ოთახში მოხდა. დაშავებულია 2 მოსწავლე. სან ბერნანდინოს პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებული მამაკაცი სკოლაში შეიჭრა, სადაც მისი ცოლი ასწავლიდა. თავდამსხმელმა ცოლი და 2 მოსწავლე მოკლა, ბოლოს კი თავი მოიკლა. პოლიციისთვის თავდამსხმელის ვინაობაცაა ცნობილი, ის 53 წლის კედრიკ ანდერსონია, რომელიც წარსულში იარაღის უკანონოდ ტარებისა და ოჯახში ძალადობის გამო იყო ნასამართლევი. დაშავებულთაგან ერთი მოსწავლის მდგომარეობა კრიტიკულია. მომხდარის გამო სკოლაში სასწავლო პროცესი 2 დღით შეჩერდა.