პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ძალაშია მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, რომ საბოლოოდ უნდა გადავიდეთ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე. ირაკლი კობახიძის თქმით, ოპონენტებმა ვერც ერთი მყარი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს იმის წინააღმდეგ, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესს აქვს სერიოზული უპირატესობა პირდაპირი არჩევის წესთან შედარებით.