გივი ბერიკაშვილს დღეს საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ. დილიდან კი სამოქალაქო პანაშვიდი იმართება მარჯანიშვილის თეატრში.მსახიობს მეგობრების, კოლეგების და ოჯახის წევრების გარდა მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებიც დაემშვიდობებიან. გივი ბერიკაშვილმა სამსახიობო კარიერის ყველაზე დიდი დრო სწორედ მარჯანიშვილის თეატრში დაჰყო. ბერიკაშვილმა მარჯანიშვილის სცენაზე 35-ზე მეტი როლი ითამაშა.
იხილეთ:
უკანასკნელი აპლოდისმენტები გივი ბერიკაშვილს - კადრები მსახიობის გასვენებიდან