გაერთიანებული სამეფოს უნივერსიტეტის თანამშრომლების მტკიცებით, ცხელი სასმელები საკვები დანამატების ეფექტურობას მნიშვნელოვნად ამცირებს. უფრო მეტიც, ისინი კლავენ პრობიოტიკურ პროდუქტებში, მაგალითად იოგურტებში არსებულ სასარგებლო ბაქტერიებს. კვლევამ აჩვენა, რომ ცხელმა სასმელებმა და კერძებმა (ჩაი, ყავა, ფაფა) შეიძლება რკინის შეწოვა 73%-ით შეამციროს. მეცნიერების აზრით, ვიტამინის მიღების შემდეგ, ცხელი საკვები და სასმელი მინიმუმ ერთი საათის შემდეგ უნდა მივირთვათ. დანამატები კი უნდა დავლიოთ წყლით ან რძით. აბები უმჯობესია მივიღოთ საუზმეზე.