მეტ-ნაკლებად, ყველა ცდილობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას, თუმცა, ზოგიერთი დაავადება, ჩვენი პროფილაქტიკური მცდელობის მიუხედავად, აზიანებს ორგანიზმს. ინფექციური, ონკოლოგიური ან მემკვიდრული ხასიათის დაავადებები შეიძლება შეუმჩნევლად, ხილული კეთილდღეობისა და ჯანსაღი ცხოვრების ფონზე განვითარდეს. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, პათოლოგიური პროცესის დროული გამოვლენა და დაავადების ადრეულ სტადიაზე შეჩერება.