კანადის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ვანკუვერი ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის უმსხვილესი ქალაქია. ბოლო წლებში ვანკუვერი ახსენდებათ 2010 წელს ჩატარებული ზამთრის ოლიმპიური თამაშების გამო, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მას სამჯერ მიანიჭეს მსოფლიოს საუკეთესო ქალაქის წოდება. ვანკუვერი შედარებით ახალგაზრდა ქალაქია, რომელიც 19 საუკუნეში დაარსდა. სახელწოდება ცნობილი მეზღაურის ჯორჯ ვანკუვერის საპატივსაცემოდ მიიღო, რომელმაც წყნარ ოკეანეში ამავე სახელწოდების კუნძული აღმოაჩინა. იმ დროს ეს წყნარი, პროვინციული ქალაქი იყო, მეოცე საუკუნის დასაწყისში კი ქალაქის აღმავლობა დაიწო, როგორც ფართობის, ისე მოსახლეობის მხრივაც. ამჟამად, მისი მოსახლეობა 700 ათასს შეადგენს, ე.წ. დიდ ვანკუვერი, თავად ქალაქის ნაწილი კი 3 მილიონს. მიუხედავად ამისა, ის ძალიან კომფორტულია და საერთოდ არ გაწუხებს მოცულობითა და ხალხმრავლობით, ამის საიდუმლო კი კარგად გათვლილი ინფრასტრუქტურა და მრავალფეროვანი გაშენებაა. ქალაქს მდინარეები ჭრის, რომლებზეც 20-ზე მეტი ხიდია დაგებული.