ბათუმის არეულობის ორგანიზებაში ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძის ადვოკატის, პაატა შავაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფიქრობს, რომ ის სუს-სა და შსს-ს შორის არსებულ დაპირისპირებას შეეწირა. როგორც შავაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ წინასწარი დაკავების დაწესებულებაში მასთან ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი იმყოფებოდა, რომელმაც 20 ათასიანი გარაოს სანაცვლოდ მერაბ ღოღობერიძეს ბათუმში მომხდარი არეულობის ორგანიზატორად სუსი-ს თანამშრომლის, ვინმე ყიფიანის დასახელება მოსთხოვა.