რა დოკუმენტებზეა საუბარი ირაკლი სესიაშვილის შვილთან დაკავშირებით - საქმის დეტალებში გაერკვევას შს სამინისტრო შეეცდება. მინისტრის მოადგილისთვის უცნობია, ავთენტურია თუ არა ის მასალები, რომლებიც ირაკლი სესიაშვილის შვილის საქმეზე გავრცელდა და ადევს თუ არა საქმეს გრიფით "საიდუმლო". შალვა ხუციშვილი ამბობს, რომ აღნიშნული დოკუმენტებით ძალოვანი უწყება დაინტერესდება, რის შემდეგაც მათი მხრიდან ოფიციალური განცხადება გაკეთდება.