პროტესტის აქცია ახმეტაში. ალავერდის ეპარქიის მრევლმა პანკისში, რამდენიმე დღის წინ მშენებარე სალოცავის დანგრევის ფაქტი გააპროტესტა. მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლებას მიმართავს და საქმის დროული და ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილები სიტუაციის გამწვავებას არ გამორიცხავენ. ადგილზე მივიდა ალავერდელი მიტროპოლიტ-მეუფე დავითიც, რომელმაც თქვა რომ მომხდარი არის განზრახ გადადგული ნაბიჯია ორი ხალხის დასაპირისპირებლად. პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ადგილობრივს, რომელიც სალოცავის აღდგენას ცდილობდა, აღდგომის მეორე დღეს ის დანგრეული დახვდა. შსს-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.