იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკე ბესელია მიიჩნევს, რომ მოსამართლის შეურაცხყოფაზე სანქციების გამკაცრების ინიციატივამ არაჯანსაღი საჯარო დისკუსია გამოიწვია. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოხატვის თავისუფლებას საქართველოს კონსტიტუცია, ევროპული კონვენცია და თავად სასამართლო პრაქტიკა იცავს.