ლაბირინთში მორბენალი - 47 წლის ამერიკელი მწერლის, ჯეიმზ დაშნერის, 384 გვერდიანი რომანი, ორიგინალი დაწერილია ინგლისურად, ნათარგმნია 40 ენაზე, წიგნი, რომელიც ერთნაირად პოპულარულია თითქმის ყველა კონტინენტტზე.ორიგინალი დაიწერა 2009 წელს, გამოსვლიდან 100 კვირის მანძილზე ის არ თმობდა პირველობას New York Times-ის ბესტსელერების ჩამონათვალში. ერთერთმა ყველაზე გავლენიანმა, წიგნების მიმომხილველმა გაზეთმა, Kirkus Reviews -მა, ლაბირინთში მორბენალი წლის საუკეთესო თინეიჯერულ წიგნად აღიარა, რომანი ქართულ ენაზე 2014 წელს გამოიცა.გამოსვლისთანავე წიგნის მაღაზიებში არ წყდებოდა მსურველების რიგი, წიგნზე მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ მაღაზიები გვიან ღამემდე მუშაობდა.