ონლაინ კაზინოებით სარგებლობას მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მიერ რეგისტრირებული მოთამაშე შეძლებს - Palitra News

ონლაინ კაზინოებით სარგებლობას მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მიერ რეგისტრირებული მოთამაშე შეძლებს

2017-05-10 14:00:41+04:00

ონლაინ კაზინოებისთვის რეგულაციების ამოქმედება იგეგმება. შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოთამაშეთა სავალდებულო რეგისტრაცია იქნება. 2018 წლის 1 იანვრიდან ონლაინ კაზინოების მფლობელები ვალდებული იქნებიან, ონლაინ კაზინოებში მონაწილეობა მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მიერ რეგისტრირებულ მოთამაშეს მიაღებინონ. მოთამაშეთა პერსონალური ინტერნეტ-ანგარიშები ძალაში იქნება 2017 წლის 31 დეკემბრიდან. დარეგისტრირებულ მოთამაშეთა რეესტრს შემოსავლების სამსახური აწარმოებს. რეგისტრაცია ელექტრონულად განხორციელდება, რა დროსაც მოხდება პირის იდენტიფიცირება ან მისი პერსონალურად გამოცხადების შემთხვევაში, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.