თბილისში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა გადაკეტა. გუშინ 21:00 საათიდან გადაიკეტა ვარდების მოედანი. დღეს 09:30 საათიდან კი ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობა აიკრძალა - თავისუფლების მოედანზე, ასევე, რუსთაველის გამზირზე და ყველა მის მკვეთ ქუჩაზე. ავტომანქანები შემოვლითი გზით, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის გავლით, მარჯვენა სანაპიროზე იმოძრავებენ.