დიზაინერებმა შექმნეს უნიკალური და მოსახერხებელი სამგზავრო ბალიში, რომელიც, როგორც ამბობენ, მგზავრობას ყველაზე კომფორტულსა და სასიამოვნოს ხდის. Voyage Pillow-ს შემქმნელების თქმით, ეს არის ყველაზე მრავალფუნქციური და კომფორტული სამგზავრო ატრიბუტი. როგორც ამბობენ, ის ტრადიციული სამგზავრო ბალიშზე 50% -ით პატარაა და მსუბუქი. ასევე სხვა ბალიშებისგან განსხვავებით ის გაძლევთ საშუალებას ნებისმიერ პოზაში დაიოძინოთ დათქვენს მოთხოვნებს მოარგოთ. ბალიში შეგიძლიათ თავის გარშემო მოირგოთ, თვალებზე დაიფაროთ, სინათლემ რომ არ შეგაწუხოთ, კისრის გარშემო, უკან ან გვერდით გაიკეთოთ. მისი მოქნილობა კი გაძლევთ საშუალებას თავი მიაყრდნოთ ბალიშს ნებისმიერ ადგილას, სადაც არ უნდაიმყოფებოდეთ და კომფორტულად დაიძინოთ. მისი გამოყენება შეგიძლიათ შორ მანძილზე მგზავრობისას, ფრენისას ან თუნდაც აეროპორტში, თქვენს რეისამდე ლოდინის დროს.