ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული, ავტოსახელოსნოს თანამშრომლის, რამაზ მჭედლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ კონსტანტინე ლაშქარაშვილს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ პირს, პაატა ხოფერიას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი დარახველიძემ გამოაცხადა. პროცესს ორივე მხარის ახლობლები ესწრებოდნენ.რამაზ მჭედლიშვილი ყიფშიძის ქუჩაზე 2016 წლის 5 სექტემბერს მოკლეს. ბოროტმოქმედმა მას ავტოსახელოსნოსთან ცეცხლსასროლი იარაღით რაიმდენიმე ჭრილობა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მჭედლიშვილის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.