ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის 4 წევრი დააკავა. ხოლო ერთი პირი ამავე ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. დაკავებულებს შორის სოფელ ლისში, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელია. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს.