საპარტნიორო ფონდი ერთ-ერთ სახელმწიფო ჩინურ კომპანიასთან და საქართველოში უმსხვილეს ჩინურ ინვესტორ "ჰუალინგთან" ერთად 10-12 წლიან ბიზნესგეგმაზე მუშაობს. პროექტი საქართველოს ოთხ რეგიონში: სამეგრელოში, იმერეთში, გურიასა და აჭარაში ჩაის რეაბილიტაციასა და ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკა-ქარხნების მშენებლობას ითვალისწინებს.