25 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის დიდ დარბაზში გაიმართა ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო - "ლექსო, არ დაიკარგები".
საღამოზე წარმოადგინეს ავთენტიკური ხალხური ხელოვნების ფართო სპექტრი: პოეტური ფოლკლორის ძველი და ახალი ნიმუშები, იუმორი, ხალხური სიმღერა და ცეკვა. საღამოს უძღვებოდნენ: ფოლკლორისტები - ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული.