ზაფხულის პირველ დღეს, 1-ელ ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1950 წლიდან მრავალ ქვეყნაში აღინიშნება და წარმოადგენს იმის შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა უფლებების განხორციელება. ამიტომ, დღეს გადავწყვიტეთ ეთერი დავუთმოთ ბავშვებს - დღის თემის სტუმრები არიან 8 წლის სესილი ქართლელიშვილი და 10 წლის სანდრო ქანთარია.