როდესაც საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში ჩადიან, მათ პასპორტის გარდა არაფერს სთხევენ, მაშინ რა საჭიროა ის დოკუმენტები, რასაც წასვლისთვის აგროვებენ? - ამ შეითხვით მიმართა მოქალაქე თათია ახვლედიანმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძეს. მინისტრმა მოქალაქეს დაწვრილებით განუმარტა მიზეზები.შეგახსენებთ, უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, საზღვრის გადაკვეთისას მხოლოდ რამდენიმე დოკუმენტი გჭირდებათ: საზღვარგარეთის ბიომეტრიული პასპორტი;უკან დასაბრუნებელი ბილეთი; სამოგზაურო დაზღვევა; სასტუმროს ან ბინის ჯავშანი, ხოლო თუ მეგობართან/ახლობელთან/ნათესავთან დარჩენას აპირებთ, მისი საცხოვრებლის მისამართი და ცნობა, რომ ის ქვეყანაში ლეგალურად იმყოფება; თქვენი ანგარიშების ამონაწერი ბანკიდან; სამსახურის მიერ გაცემული სახელფასო ცნობა.
იხილეთ: შეუშალა თუ არა ხელი ვიზალიბერალიზაციამ ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ცხოვრობენ?"შეშფოთებებიდან, აღშფოთებებიდან გადავდივართ კონკრეტულ შედეგებზე" - რა მიღწევები აქვს საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე?