ხაშურში სტიქია სავარაუდოდ მსხვერპლით დასრულდა - მდინარე სურამულაში მამაკაცს ეძებენ - Palitra News

ხაშურში სტიქია სავარაუდოდ მსხვერპლით დასრულდა - მდინარე სურამულაში მამაკაცს ეძებენ

2017-06-11 00:12:44+04:00

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქემფერთან მაშველები და მოსახლეობა მდინარე სურამულაში მამაკაცს ეძებენ. სოფელ ნარბანის მცხოვრები ვასილ ღონღაძე სავარუდოდ მდინარეში გადავარდა. ღონღაძე მას შემდეგ გაუჩინარდა რაც საძოვრიდან შინისაკენ პირუტყვი მიჰყავდა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ღონღაძის მოძებნა მოხერხდეს, თუმცა ვითარებას ართულებს სიბნელე, უამინდობა და ადიდებული მდინარე.