"აგროჰაბსა" და "გასტრონავტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანი ქართული კულინარიული სკოლის განვითარებაა. ერთობლივი მუშაობის შედეგად, დაგეგმილია ავთენტური ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციის ზრდა, ახალი რეცეპტების შექმნა და მივიწყებული ენდემური პროდუქტების მოძიება-პოპულარიზაცია.