კვებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული მიმწოდებლები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდნენ. ბიზნესის წარმომადგენლებმა სააგენტოს იმ პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რაც მათ ტენდერებში მონაწილეობისას ექმნებათ. თავის მხრივ შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ბიზნესის წარმომადგენლებს რეკომენდაციების გათვალისწინება ურჩია.