საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიცირებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ციფრული გადამზადების ცენტრები გაიხსნება. გლობალურ დასაქმების ბაზრებზე წვდომის მიზნით, მსურველი ბენეფიციარები აღნიშნულ ცენტრებში ეტაპობრივად გადამზადდებიან.პროექტის ფარგლებში უკვე შეიქმნა დისტანციური დასაქმების პლატფორმა ,,ციფრული მოქალაქე’’. პლატფორმა ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს, მსოფლიოს მასშტაბით მოიძიოს მისი ცოდნის შესაბამისი სამუშაო პოზიცია, გააკეთოს ონლაინ განაცხადი ვაკანტურ სამუშაოებზე და დასაქმდეს.