იუროპიან ჩემბერის კვლევაში - "საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესის წარმოებისთვის" საქართველო 46 ქვეყანას შორის მე-20 ადგილს იკავებს. 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს საქართველოს რეიტინგი ოთხი პოზიციით გაუმჯობესდა.
კვლევის თანახმად, საქართველო ევროპის ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორიცაა - ესპანეთი, იტალია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, უნგრეთი საბერძნეთი. რეგიონში საქართველო ბელორუსზე, სომხეთზე, ყაზაზეთზე, მოლდოვაზე, რუსეთსა და აზერბაიჯანზე წინ არის.