საქართველოში ცხოველთა რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის პროგრამის ახალ სისტემაზე გადასვლა დაიწყო. პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება. განახლებული პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის საყურე ნიშნებით იდენტიფიცირება. ასევე იგეგმება მონაცემთა ელექტრონიული ბაზის დახვეწა და გაუმჯობესება.სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით ახალ სისტემაზე გადასვლის პროცესი 2018 წელს დასრულდება ცხოველთა იდენტიფიკაციის ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით, ცხოველთა იდენთიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემის დანერგვა და განვითარება ფერმერებს პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარებათ. ცხოველთა იდენტიფიკაციის სისტემაში ჩართული ფერმერები სახელმწიფო ვაქცინაციის უფასო პროგრმებით სარგებლობენ.