ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ადვოკატები ხვდებიან. როგორც დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა ხვალინდელ სასამართლო პროცესს ეხება. რაც შეეხება დეკანოზის ოჯახისა და პატრიარქის შეხვედრას, როგორც ფანცულაიამ განაცხადა, ბრალდებულის ოჯახი თანხმობას აცხადებს, რომ საპატრიარქომ შეხვედრის ამსახველი ვიდეოჩანაწერი სრულად გამოაქვეყნოს.