ქუთაისი გახდება საერთაშორისო განათლების ძალიან მნიშვნელოვანი კერა, როგორც ეს იყო ისტორიულად-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ქუთაისის უნივერსიტეტსა და მიუნხენში ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა, რომლის თანახმადაც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი აღნიშნნულ პროექტში შემოდის. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი არის ისტორიული მნიშვნელობის პროექტი, რომელიც დიდ ზეგავლენას მოახდენს საქართველოს განვითარებაზე.