კიმ კარდაშიანმა და კენი უესტმა სუროგატი დედა აიყვანეს. ვარსკვლავური წყვილისთვის ბავშვის გაჩენის სანაცვლოდ, სუროგატი დედა 45 ათას დოლარს მიიღებს, ხოლო 68 ათას დოლარს ცოლ-ქმარი იმ სააგენტოს გადაუხდის, რომელმაც განაყოფიერება უნდა უზრუნველყოს. კონტრაქტის თანახმად სუროგატ დედას საკმაოდ მკაცრი მოთხოვნების შესრულება მოუწევს. მას ეკრძელბა, სქესობრივი კონტაქტები დაფეხმძიმებიდან 3 კვირით ადრე და ორსულობის პერიოდში, ასევე სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლის, ყავის და უმი თევზის მიღება, ასევე საუნაში სიარული და თმის შეღებვა. თავის მხრივ წყვილი პირობას დებს, რომ პასუხისმგებლობას აიღებს გაჩენილ ბავშვზე ან ბავშვებზე, იმ შემთხვევაშიც კი თუ მას ფიზიკური ან სხვა სახის პრობლემა ექნება. 36 წლის კიმ კარდაშიანს და 40 წლის კენი უესტს უკვე ჰყავთ 2 შვილი. მეორე მშობიარობის შემდეგ ექიმებმა კიმი გააფრთხილეს, რომ მესამე ბავშვის გაჩენა მისი ჯანმრთელობისთვის საშიშია.