აქცია ხობის რაიონში - პირველი მაისის მოსახლეობა ცენტრალურ მაგისტრალთან სოფლის დამაკავშირებელი გზის შეკეთებას მოითხოვს. ადგილობრივების განცხადებით, გზა განსაკუთრებით გაუვალი უამინდობის დროს ხდება და მათ გადაადგილების პრობლემა ექმნებათ.მათივე თქმით, გზის შეკეთება ადგილობრივ ხელისუფლებას არა ერთხელ სთხოვეს, თუმცა, უშედეგოდ.აქციის მონაწილეებთან სოფლის რწმუნებული მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ 2-3 თვეში გზის შეკეთებითი სამუშაოები დაიწყება.