თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებული ექთნები გადამზადების კურსს გაივლიან - სწავლებას სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“ უზრუნველყოფს. პირველი ტრენინგი დღეს ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში გაიმართა და ის ძირითადად, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას შეეხო. ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მასალას. მსმენელები ასევე შეისწავლიან იმ ღონისძიებებს, რომელსაც უნდა მიმართონ დროის იმ მონაკვეთში, ვიდრე სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე გამოცხადდება. მომდევნო ტრენინგები 28 და 29 ივნისს ჩატარდება.