2017 წლის პირველი ივლისიდან მეწარმე სუბიექტები ვალდებულები ხდებიან ქონების გაყიდვისა და მომსახურების შეთავაზება-რეკლამირება ლარში განახორციელონ. ვალდებულება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც მეწარმეები არ არიან. ახალი წესის ადმინისტრირებას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განახორციელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ ცვლილებებისთვის მზად არიან და რაიმე სირთულეების წარმოქმნას არ ელოდებიანუძრავი ქონების ბაზარი ერთ-ერთია რომელზეც 1 ივლისიდან ლარში ფასდადების ვალდებულება ვრცელდება. როგორც უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, მათ მომხმარებელთა ინფორმირება ცვლილებამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყეს. სააგენტოებში საწყის ეტაპზე უძრავ ქონებაზე ფასების ზრდას ელოდებიან.