მიმდინარე წლის მაისში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 827 ერთეული შეადგინა, რაც აპრილთან შედარებით 26.8%-ით, ხოლო 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26.5%-ით მეტია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მაისში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტებიდან 97.3% სამეწარმეო სუბიექტია, 2.7% კი არასამეწარმეო სუბიექტი. აღნიშნულ პერიოდში დარეგისტრირდა 128 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 28 კოოპერატივი, 21 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 16 სააქციო საზოგადოება და 2 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება.მაისში ყველაზე მეტი 2 029 ბიზნეს სუბიექტი თბილისში, ყველაზე ცოტა 71 ერთეული კი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დარეგისტრირდა.