საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ შესაფუთი მასალების მწარმოებელ კომპანიათა ჯგუფი შექმნა. სამუშაო ჯგუფსა და ბრიტანეთის სურსათის შემფუთველთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა,რომელიც შესაფუთი მასალების წარმოების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს. საქართველოში შესაფუთი მასალების წარმოება რამდენიმე წელია, რაც გააქტიურდა. პროდუქციის რეალიზაცია ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ხდება. სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ბიზნესის მთავარი პრობლემა უცხოური კომპანიების მიერ დაწესებული დემპინგური ფასებია. პაატა მანჯავიძე განმარტავს, რომ შესაფუთი მასალების მწარმოებელ ქართულ კომპანიებს, ადგილობრივი ბაზრის სრულად დაკმაყოფილება შეუძლიათ, თუმცა იმპორტიორები მათ ამაში ხელს უშლიან.