შვეიცარული კომპანია "შტადლერ რეილ ეი ჯი" საქართველოში შვილობილი კომპანიის გახსნას გეგმავს. შესაბამის მემორანდუმს ხელი შვეიცარული კომპანიის პრეზიდენტმა პიტერ შპულერიმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერეს ხელი. კომპანიის პრეზიდენტის განცხადებით, „შტადლერი“ საქართველოში ვაგონმწარმოებელი და ვაგონშემკეთებელ ქარხანას ააშენებს. ქარხანა შეძლებს როგორც ახალი მატარებლების და მატარებლის ვაგონების წარმოებას, ისე სარემონტო სამუშაოების ჩატარებას და იმუშავებს ადგილობრივ ბაზარზე. ასევე ტექნიკური და კომერციული მიზანეწონილობის მიხედვით საექსპორტო შეკვეთებზე.