საბურთალოს ნაწილს ხვალ, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, გაზმომარაგება დროებით შეუწყდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”ყაზტრანსგაზ თბილისიდან” აცნობეს, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხუთშაბათს, 6 ივლისს, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩა №29, საბურთალოს ქუჩა №40, №40-1, №40-2, №42, №42-1-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.”გაზის მიწოდება 18:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის”, - აცხადებენ კომპანიაში.