შტორმული შეტყობინების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ კატეგორიულად აკრძალულია წყალში შესვლა შტორმის, უამინდობისა და შეზღუდული ხილვადობის დროს. ასევე, მოუწოდებენ მოსახლეობას, თავი შეიკავონ წყალში შესვლისგან იქ, სადაც მოწყობილი არ არის სანაპირო ზოლი, არ არის ხალხმრავალი ადგილი, არ დგას მიმანიშნებელი და ამკრძალავი ნიშნები ან არ არის შექმნილი პირობები უსაფრთხო ცურვისთვის. მნიშვნელოვანია მოსახლეობამ ყურადღება მიაქციოს სანაპირო ზოლზე დადგმულ ბანერებს და ამკრძალავ ნიშნებს, არ გასცდნენ მაშველთა პატრულირების არეალს და დაემორჩილონ მათ მითითებებს, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 5 ბალიანი შტორმი ფიქსირდება. სანაპიროზე შესაბამისი ამკრძალავი ნიშნები გუშინ დილიდან არის აღმართული. ჰიდროგრაფიული სამსახური შტორმის ჩადგომას 7 ივლისს, დილიდან ელოდება.