ზაფხულის სიცხის მატებასთან ერთად ჩვენი ყოველდღიური მენიუც იცვლება, რადგან მაშინ როცა ორგანიზმი დასვენებას და გამაგრილებელ სასმელებს გთხოვთ, არც უწინდებური მადა გაქვთ. წელიწადის ამ დროს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ კვების რაციონს. ზაფხულში სითხის დიდი ოდენობით მიღება ენდოკრინოლოგების ერთ-ერთი მთავარი რჩევაა. რა უნდა მიირთვათ ზაფხულში ორგანიზმის სწორად ფუნქციობისთვის - ამ საკითხზე რეკომენდაციებს ენდოკრინოლოგი ქეთევან ასათიანი გაძლევთ.