ივნისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 85 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,6 ათასი ტონით ანუ 0,7%-ით ნაკლებია მაისის თვის მაჩვენებელთან შედარებით.ბ წლის პირველ ნახევარში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 456 ათას 700 ტონა შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 13,7%-ით ნაკლებია.
ქვეყნების მიხედვით 2017 წლის ივნისში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 26 ათას 900 ტონა, რომელსაც მოსდევს თურქმენეთი, ბულგარეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი.