სკიურიდამ ანუ "კუდის ჩრდილი" - სწორედ ასე უწოდებდნენ ციყვს ძველ საბერძნეთში, სადაც პატარა მღრღნელის ტყავს ვალუტის ნაცვლად იყენებდნენ, ჩრდილოეთის ვიკინგები კი, ცხოველის ბეწვზე ნადირობდნენ, რომლისგანაც თბილ ქუდებს და ქურქებს იკერავდნენ. მართალია, მინიატურული ძუძუმწოვარა ყველა კონტინენტზე ბინადრობს ავსტრალიისა და ანტარქტიდის გარდა, მაგრამ მეტწილად მაინც ევროპაში - ირლანდიიდან სკანდინავიამდე, მცირე აზიაში - ირანსა და სირიაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, ტრინიდადის და ტობაგოს კუნძულზეა გავრცელებული.