ფოთის დამწვარ სავაჭრო ცენტრში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი მივიდა. ლევან შონიას შეფასებით, ვითარება ძალიან მძიმეა. როგორც გუბერნატორი აცხადებს, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაადგენს. ფოთის ბაზარში სავაჭრო ცენტრს ხანძარი დღეს დილით გაუჩნდა, დამწვარია დაახლოებით 70-მდე მაღაზია. მოვაჭრეების ნაწილმა ხანძრის მთლიანად გავრცელებამდე საკუთარი პროდუქციის გატანა მოახერხა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ცალკეული კერები კვლავ არსებობს.