უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების, ან ზოგადად, უძრავი ქონების გასხვისებაზე არავინ არანაირი შეზღუდვის შემოღებას არ აპირებს. ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის, ფადი ასლის განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.
ფადი ასლის განცხადებით, უცხოელებზე არა მარტო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, არამედ ყველა ტიპის მიწის გაყიდვა აიკრძალება. საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ სოციალური ქსელში დაწერა, რომ კანონში, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო, სიტყვა „სასოფლო- სამეურნეო“ აღარ წერია და ის ყველა ტიპის მიწაზე გავრცელდება.