2017 წლის 28 მარტიდან, ანუ მას შემდეგ რაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდა, 4 თვეში საქართველოს 55 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა უვიზო მიმოსვლის უფლებით. სამწუხაროდ, მათმა ნაწილმა დაარღვია ევროკავშირთან არსებული 90-დღიანი უვიზო რეჟიმი. რა მონაცემები აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამრღვევ მოქალაქეებზე, რომელ ქვეყნებს სტუმრობენ საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად და რამდენი გამოაბრუნეს საზღვრიდან ევროპელმა მესაზღვრეებმა - დეტალებზე ჟურნალისტი თორნიკე კოშკაძე საუბრობს.