ფაუნის ცნობილ რეკორდსმენებს შორის ერთ-ერთი მთავარი ჟირაფია, რომელიც სხვა ცხოველებისგან არა მხოლოდ საკუთარი კისრით, არამედ უნიკალური თავისებურებებითაც გამოირჩევა.ძუძუმწოვართა ჯგუფის და წყვილჩლიქოსან მცოხნელთა კლასის წარმომადგენელი ჟირაფი მხოლოდ აფრიკის კონტინენტზე, მეტწილად საჰარას უდაბნოს სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში სავანეებასა და მეჩხერ ტყეებში ბინადრობს.