პროგრამა "სტარტაპერის" დაწყებიდან დღემდე თიბისი ბანკმა სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით 2 მილიონი ლარი გაიღო. სტარტაპსესხით უკვე ისარგებლა 50-მა სტარტაპერმა. პროგრამაში მონაწილე სტარტაპები სხვადასხვა სფეროში ოპერირებენ, მათ შორისაა: სამშენებლო სექტორი, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის წარმოება, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ტრანსპორტირება და ლოჯისტიკა, ჯანდაცვა და ტექნოლოგიები. პროგრამა სტარტაპერი ხუთი თვის წინ დაიწყო.