კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია ვაკის პარკს მიუერთდება. აღნიშნულ სივრცეს კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენჭება. ვაკის პარკის ტერიტორიის საზღვრები ამ ეტაპზე 18 ჰექტარს შეადგენს, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის შეერთების შედეგად პარკის საზღვრები 34 ჰექტრამდე გაიზრდება. დავით ნარმანიას მიერ მიღებული კიდევ ერთი გადაწყვეტილებით, დაწყებულია დიღმის გასხვისებული ტყე-პარკის ნაწილის გამოსყიდვის პროცესიც. შემოდგომიდან აღნიშნული ტერიტორიის გამწვანება იგეგმება.